Tuesday, March 8, 2011


           
                              შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმი
ინდიკატორი
ინდიკატორის შესაბამისი ქულა
მიღებული ქულა
ორგანიზებულობა
სასკოლო ნივთები არ აქვს
1-2

სასკოლო ნივთები აქვს, მაგრამ არ იყენებს
3-4
ნივთები აქვს, მაგრამ ნაწილობრივ იყენებს
5-7
ყველა ნივთი აქვს და იყენებს გაკვეთილის განმავლობაში
8-10
საგაკვეთილო მასალის ცოდნა
დავალება არა აქვს შესრულებული, მასალა არ იცის
1-2

დავალება არა აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის
3-4
დავალება  აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის
5-7
დავალება  აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის
8-10
ჩართულობა
არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
1-2

ჩართულია, ძირითადად არასწორად უპასუხებს
3-5
ჩართულია, მაგრამ საჭიროებს დახმარებას
6-7
ჩართულია და უპასუხებს სწორად
8-10
პრეზენტაცია
ვერ გადმოსცემს აზრს
1-3


უჭირს დამოუკიდებლად აზრის გადმოცემა
4-5
აზრს გადმოსცემს, მაგრამ დასაბუთების გარეშე, მცირე შეფერხებებით
6-7
აზრს გადმოსცემს გამართულად და არგუმენტირებულად
8-10
                      
                       გაკვეთილის გეგმა
გაკეთილის ჩატარების დღე:   02. 2011
სკოლა:       21-ე საჯარო სკოლა
კლასი:        IX
საგანი:        ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:     დარეჯან კავთელაძე

გაკვეთილის მთავარი თემა: გალაკტიონი - „ქებქთა ქება ნიკორწმინდას“ - მხოლოდ ნიკორწმინდას?! სალექსო ფორმა-ოქტავა; ნეოლოგიზმები; მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები.
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას გალაკტიონის შემოქმედების შესხებ; ეცოდინებათ განსახილველი ლექსის დაწერის ისტორია; უკეთ შეძლებენ ლექსის ემოციურ წვდომას, როცა კიდევ ერთხელ ნახავენ,თუ რას განაპირობებს რითმა და რიტმი, ლექსის ფორმა; ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზი საშუალებას მისცემს კიდევ რთხელ ეზიარონ გალაკტიონის მხატვრულ სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს მათს სულიერად ამაღლებასა და გაფაქიზებას; განიმტკიცებენ არგუმენტირებული მსჯელობის უნარს ტექსტის გაგების საფუძველზე და შეძლებენ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას პოეზიის და ,კერძოდ, გალაკტიონის შემოქმედების მიმართ. (ეროვ. სასწ. გეგმა, IX-1, 4,5,6,7,9).
შეფასების საგანი და პროცედურები:
დაკვირვებისა და ანალიზის საგანი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია, არგუმენტირებული მსჯელობა, წინარე ცოდნა, ჩართულობა. შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელსა და ინდივიდუალურ შეფასებას.
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები: ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა; მინი ლექცია; ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე
ძირითადი სასწავლო რესურსები: კომპიუტერი, წიგნი, რვეული, პასტა, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
A მაპროვოცირებელი კითხვა: დაფაზე ვწერ სიტყვას ქნარი და ვეკითხები მოსწავლეებს, თუ ვინ იცის, რა არის ქნარი. ორწუთიანი განსჯის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე იტყვის ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსს „სანტიმრნტალური ტრიოლეტი“ და მოსწავლეები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორი ემოცია ეუფლებათ მათ ლექსის კითხვისას, რა იწვევს ამ ემოციებს, რა ემქმნის ამ ლექსის მუსიკალურობას და რა კავშირი შეიძლება იყოს სიტყვა ქნარსა და განხულულ ლექსს შორის. (12წუთი)
B მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეორგოლს (გალაკტიონი კითხულობს ლექსს „ჩემო ლექსებო“). (3წთ.) დაფაზე ვწერ გაკვეთილის მთავარ თემას; მოსწავლეები შეავსებენ წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე გარაფაებს რა ვიცი და რა მინდა გავიგო. ვკითხულობ სამწუთიან ლექციას ნიკორწმინდის შესახებ; წავუკითხავ გალაკტიონის ჩანაწერს, თუ რით იყო განპირობებული მის მიერ ამ ლექსის დაწერა; განვმარტავ ტერმინს ქებათა ქება. შემდეგ ვაჩვენებ პრეზენტაციას ნიკორწმინდის შესახებ. (5წთ.) ორი წუთი მოსწავლეები იმსჯელებენ თავიანთი შთაბეჭდილების შესახებ, შემდეგ ჯგუფებს მივცემ სამუშაოს: 1. დააკვირდენენ ლექსის ფორმას, შეადგინონ გარითმის სქემა, შეადარონ ერთმანეთს გალაკტიონისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსები და წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი დაკვირვების შედეგები; 2.მოძებნონ ლექსში მათთვის უცხო სიტყვები და გამოთქმები და იმსჯელონ მათს მნიშვნელობაზე; 3. ამოიწერონ მხატვრული საშუალებები და იმსჯელონ მათ შესახებ; 4. იმსჯელონ ლექსის თემასა და იდეაზე. მოსწავლეთა მსჯელობის შემდეგ ავუხსნი, თუ რა არის ოქტავა, ნეოლოგიზმი. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოვაყალიბებ სამ-ოთხ შეკითხვას. ამის შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ მესამე გრაფას-რა გავიგე. (15 წთ.)
C განისაზღვრება მიღებული ცოდნა და მისი სარგებლიანობა; როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება პოეზიის და კონკრეტულად გალაკტიონის შემოქმედების მიმართ; რას აძლევს მათ პოეზია დღევანდელ ცხოვრებაში; საშ. დავალება: დაწერონ გალაკტიონის ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზი. (5წთ.)