Saturday, December 11, 2010

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის ჩატარების დღე: 13 დეკემბერი.


სკოლა: 21-ე საჯარო სკოლა.
                                                                                                             კლასი: X


მასწავლებელი: დარეჯან კავთელაძე                              საგანი: ქართული ლიტერატურა


გაკვეთილის მთავარი თემა: ტალანტის გამრავლება; რა ტალანტი განამრავლეს წმ. მამა გრიგოლ ხანძთელმა და მისმა მოწაფეებმა?


მისაღწევი შედეგები: გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა წვლილი მიუძღვით IX-X საუკუნეებში
ტაო-კლარჯეთში მოღვაწე წმინდა მამებს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში; რომ ადამიანის მოვალეობაა თავისი ნიჭი, უნარი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს ერისა და ქვეყნის საკე-
თილდღეოდ, შექმნას სულიერი და მატერიალური დოვლათი. განიმტკიცებენ არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევებს  ტექსტის გაგების საფუძველ-ზე და შეძლებენ თავიანთი  დამოკიდებულების გამოხატვას დღევანდელ ცხოვრებაში ამ სახარებისეული სახე-სიმბოლოს მიმართ. (ეროვნული სასწავლო გეგმა: X  1,3,6,15.)


შეფასების საგანი და პროცედურები: დაკვირვებისა და ანალიზის საგანი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია, არგუმენტირებული მსჯელობა, ჩართულობა. შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ, ჯგუფურსა და ინდივიდუალურ შეფასებას. 


გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები: ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა; ვიცი-მინდა გავიგო-რა გავიგე.


ძირითადი სასწავლო რესურსები: კომპიუტერი, წიგნი, ფურცელი, პასტა, დაფა, ცარცი.


გაკვეთილის მსვლელობა


A ვიდეოფილმის ჩვენება (5წუთი); წინარე ცოდნის გააქტიურება: წმ. შუშანიკისა და წმ. აბოს ღვაწლის გახ-სენება;  რომელია ამ ნაწარმოებებში მთავარი სახე-სიმბოლოები. (3წუთი).


B დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას. მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ტექსტები: სახარებისეული იგავი ტალანტების შესახებ და "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების"  XX თავი (სახელმძღვანელო). ეძლევათ ინსტრუქცია, ვიდრე კითხვას დაიწყებენ, შეავსონ მიცემულ ფურცლებში პირველი და მეორე გრაფა-რა ვიცი და რა მინდა ვიცოდე, ტექსტის წაკითხვისა და მსჯელობის შემდეგ შეავსებენ მესამე დაფას და დაამატებენ მეორეს (8 წუთი). თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისათვის მიეცემა 2-2 წუთი (8). 
პრეზენტაცია- ჩემი საქართველო აქ არის-და მინი-ლექცია (5 წუთი).
ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოვაყალიბებ 3-4 შეკითხვას:
1. რა საქმიანობას ეწეოდნენ ტაო-კლარჯეთში მოღვაწე წმ. მამები?
2. რა როლი ითამაშა აქ მოღვაწე ბერების საქმიანობამ ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების, მისი სახელმწიფოებრივი თუ ეკლესიური დამოუკიდებლობის საქმეში?
3. რა კავშირია მათ მიერ შესწავლილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სახე-სიმბოლოებს შორის?
4. რამდენად აქტუალურია თანამედროვე საქართველოში ტალანტის გამრავლების პრობლემა.
C განისაზღვრება მიღებული ცოდნა და მისი სარგებლიანობა, როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება მათ მიერ დღევანდელ ცხოვრებაში მოცემული სახარებისეული სახე-სიმბოლოს ხორცშესხმის მიმართ; შეფასდება მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები.(10 წუთი) საშინაო დავალება: დაწერონ ესე : "ტალანტის გამრავლება".






ვიდეო-საქართველოს საუნჯე

ტაო-კლარჯეთის პრეზენტაცია

შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმი
ინდიკატორი
ინდიკატორის შესაბამისი ქულა
მიღებული ქულა
ორგანიზებულობა
სასკოლო ნივთები არ აქვს
1–2

            
სასკოლო ნივთები აქვს,მაგრამ არ იყენებს
3–4
ნივთები აქვს,მაგრამ ნაწილობრივ იყენებს
5–7
ყველა ნივთი აქვს და იყენებს მთელი გაკვეთილის განმავლობაში
8–10
ჩართულობა
არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
1–3

ჩართულია, ძირითადად არასწორად პასუხობს
4–5
 ჩართულია,მაგრამ საჭიროებს დახმარებას
6–7
მთელი გაკვეთილი ჩართულია და პასუხობს სწორად
8–10
პრეზენტაცია
ვერ გადმოსცემს აზრს
1–3


უჭირს დამოუკიდებლად აზრის გადმოცემა
4–5
აზრს გადმოსცემს,მაგრამ დასაბუთების გარეშე მცირე შეფერხებებით
6–7
აზრს გადმოსცემს გამართულად და არგუმენტირებულად
8–10