Tuesday, March 8, 2011


           
                              შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმი
ინდიკატორი
ინდიკატორის შესაბამისი ქულა
მიღებული ქულა
ორგანიზებულობა
სასკოლო ნივთები არ აქვს
1-2

სასკოლო ნივთები აქვს, მაგრამ არ იყენებს
3-4
ნივთები აქვს, მაგრამ ნაწილობრივ იყენებს
5-7
ყველა ნივთი აქვს და იყენებს გაკვეთილის განმავლობაში
8-10
საგაკვეთილო მასალის ცოდნა
დავალება არა აქვს შესრულებული, მასალა არ იცის
1-2

დავალება არა აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის
3-4
დავალება  აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის
5-7
დავალება  აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის
8-10
ჩართულობა
არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
1-2

ჩართულია, ძირითადად არასწორად უპასუხებს
3-5
ჩართულია, მაგრამ საჭიროებს დახმარებას
6-7
ჩართულია და უპასუხებს სწორად
8-10
პრეზენტაცია
ვერ გადმოსცემს აზრს
1-3


უჭირს დამოუკიდებლად აზრის გადმოცემა
4-5
აზრს გადმოსცემს, მაგრამ დასაბუთების გარეშე, მცირე შეფერხებებით
6-7
აზრს გადმოსცემს გამართულად და არგუმენტირებულად
8-10
                      
                       გაკვეთილის გეგმა
გაკეთილის ჩატარების დღე:   02. 2011
სკოლა:       21-ე საჯარო სკოლა
კლასი:        IX
საგანი:        ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:     დარეჯან კავთელაძე

გაკვეთილის მთავარი თემა: გალაკტიონი - „ქებქთა ქება ნიკორწმინდას“ - მხოლოდ ნიკორწმინდას?! სალექსო ფორმა-ოქტავა; ნეოლოგიზმები; მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები.
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას გალაკტიონის შემოქმედების შესხებ; ეცოდინებათ განსახილველი ლექსის დაწერის ისტორია; უკეთ შეძლებენ ლექსის ემოციურ წვდომას, როცა კიდევ ერთხელ ნახავენ,თუ რას განაპირობებს რითმა და რიტმი, ლექსის ფორმა; ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზი საშუალებას მისცემს კიდევ რთხელ ეზიარონ გალაკტიონის მხატვრულ სამყაროს, რაც ხელს შეუწყობს მათს სულიერად ამაღლებასა და გაფაქიზებას; განიმტკიცებენ არგუმენტირებული მსჯელობის უნარს ტექსტის გაგების საფუძველზე და შეძლებენ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას პოეზიის და ,კერძოდ, გალაკტიონის შემოქმედების მიმართ. (ეროვ. სასწ. გეგმა, IX-1, 4,5,6,7,9).
შეფასების საგანი და პროცედურები:
დაკვირვებისა და ანალიზის საგანი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია, არგუმენტირებული მსჯელობა, წინარე ცოდნა, ჩართულობა. შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელსა და ინდივიდუალურ შეფასებას.
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები: ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა; მინი ლექცია; ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე
ძირითადი სასწავლო რესურსები: კომპიუტერი, წიგნი, რვეული, პასტა, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
A მაპროვოცირებელი კითხვა: დაფაზე ვწერ სიტყვას ქნარი და ვეკითხები მოსწავლეებს, თუ ვინ იცის, რა არის ქნარი. ორწუთიანი განსჯის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე იტყვის ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსს „სანტიმრნტალური ტრიოლეტი“ და მოსწავლეები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორი ემოცია ეუფლებათ მათ ლექსის კითხვისას, რა იწვევს ამ ემოციებს, რა ემქმნის ამ ლექსის მუსიკალურობას და რა კავშირი შეიძლება იყოს სიტყვა ქნარსა და განხულულ ლექსს შორის. (12წუთი)
B მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეორგოლს (გალაკტიონი კითხულობს ლექსს „ჩემო ლექსებო“). (3წთ.) დაფაზე ვწერ გაკვეთილის მთავარ თემას; მოსწავლეები შეავსებენ წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე გარაფაებს რა ვიცი და რა მინდა გავიგო. ვკითხულობ სამწუთიან ლექციას ნიკორწმინდის შესახებ; წავუკითხავ გალაკტიონის ჩანაწერს, თუ რით იყო განპირობებული მის მიერ ამ ლექსის დაწერა; განვმარტავ ტერმინს ქებათა ქება. შემდეგ ვაჩვენებ პრეზენტაციას ნიკორწმინდის შესახებ. (5წთ.) ორი წუთი მოსწავლეები იმსჯელებენ თავიანთი შთაბეჭდილების შესახებ, შემდეგ ჯგუფებს მივცემ სამუშაოს: 1. დააკვირდენენ ლექსის ფორმას, შეადგინონ გარითმის სქემა, შეადარონ ერთმანეთს გალაკტიონისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსები და წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი დაკვირვების შედეგები; 2.მოძებნონ ლექსში მათთვის უცხო სიტყვები და გამოთქმები და იმსჯელონ მათს მნიშვნელობაზე; 3. ამოიწერონ მხატვრული საშუალებები და იმსჯელონ მათ შესახებ; 4. იმსჯელონ ლექსის თემასა და იდეაზე. მოსწავლეთა მსჯელობის შემდეგ ავუხსნი, თუ რა არის ოქტავა, ნეოლოგიზმი. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოვაყალიბებ სამ-ოთხ შეკითხვას. ამის შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ მესამე გრაფას-რა გავიგე. (15 წთ.)
C განისაზღვრება მიღებული ცოდნა და მისი სარგებლიანობა; როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება პოეზიის და კონკრეტულად გალაკტიონის შემოქმედების მიმართ; რას აძლევს მათ პოეზია დღევანდელ ცხოვრებაში; საშ. დავალება: დაწერონ გალაკტიონის ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზი. (5წთ.)





Friday, February 18, 2011

გაკვეთილის გეგმა და შეფასების კრიტერიუმები

 
                             შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმიინდიკატორიინდიკატორის შესაბამისი ქულამიღებული ქულა
ორგანიზებულობასასკოლო ნივთები არ აქვს1-2
სასკოლო ნივთები აქვს, მაგრამ არ იყენებს3-4
ნივთები აქვს, მაგრამ ნაწილობრივ იყენებს5-7
ყველა ნივთი აქვს და იყენებს გაკვეთილის განმავლობაში8-10
საგაკვეთილო მასალის ცოდნადავალება არა აქვს შესრულებული, მასალა არ იცის1-2
დავალება არა აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის3-4
დავალება  აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის5-7
დავალება  აქვს შესრულებული, მასალა ნაწილობრივ იცის8-10
ჩართულობაარ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში1-2
ჩართულია, ძირითადად არასწორად უპასუხებს3-5
ჩართულია, მაგრამ საჭიროებს დახმარებას6-7
ჩართულია და უპასუხებს სწორად8-10
პრეზენტაციავერ გადმოსცემს აზრს1-3
უჭირს დამოუკიდებლად აზრის გადმოცემა4-5
აზრს გადმოსცემს, მაგრამ დასაბუთების გარეშე, მცირე შეფერხებებით6-7
აზრს გადმოსცემს გამართულად და არგუმენტირებულად8-10

                      
                      გაკვეთილის გეგმა
გაკეთილის ჩატარების დღე:   8. 02. 2011
სკოლა:       21-ე საჯარო სკოლა
კლასი:        IX
საგანი:        ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:     დარეჯან კავთელაძე

გაკვეთილის მთავარი თემა:    რატომ უწოდა ვალერიან გაფრინდაშვილმა თავის ლექსს „სანტიმენტალური ტრიოლეტი“; ტრიოლეტი, როგორც სალექსო ფორმა; გარითმვის სქემა.
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მოდერნიზმის, კერძოდ, ქართული სიმბოლიზმის შესახებ; შეძლებენ სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებიდან ტრიოლეტის ამო-ცნობას; ისწავლიან გარითმვის სქემის შედგენას; უკეთ მოახერხებენ ლექსის ემოციურ წვდომას და ლირიკული გმირის მთავარი სათქმელის გაგებას; განიმტკიცებენ არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევებს ტექსტის გაგების საფუძველზე და შეძლებენ საკუთარი დამოკიდე-ბულების გამოხატვას მოცემული სალექსო ფორმისა და ლექსის წაკითხვით  გამოწვეული ემოციური მდგომარეობის შესახებ. (ეროვნული სასწავლო გეგმა: IX. 7,8,12,13).
შეფასების საგანი და პროცედურები: დაკვირვებისა და ანალიზის საგანი შეფასებისას იქნება ორგანიზებულობა, საგაკვეთილო მასალის ცოდნა, არგუმენტირებული მსჯელობა, ჩართუ-ლობა. შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ და ინდივიდუალურ შეფასებას.
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები: წყვილებში და ინდივიდუალური მუშაობა, ვიცი-მინდა გავიგო-რა გავიგე (რა დამამახსოვრდა გაკვეთილის დამთავრების შემდეგ).
ძირითადი სასწავლო რესურსები: წიგნი, რვეული, პასტა, დაფა, ცარცი, კომპიუტერი.
A. წინარე ცოდნის გააქტიურება; ლექსი, როგორც პიროვნების სულიერი და ემოციური მდგომარეობის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება; როგორ გამოხატავს გრიგოლ ორბელიაანი ნაწყვეტში პოემიდან „სადღეგრძელო“ საკუთარ განწყობას და რა მხატვრული საშუალებებით ახდენს მკითხველზე ზემოქმედებას. 2-3 მოსწავლე იტყვის ლექსს ზეპირად.
B. დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას; მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს: რა ვიცი და რა მინდა ვიცოდე; ვკითხულობ ლექსს;
პრეზენტაცია: ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „სანტიმენტალური ტრიოლეტი“.
მოსწავლეებს ვყოფ ოთხ ჯგუფად, თითოეული ჯგუფი კი წყვილებში შეასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს - ამოიწერონ ტროპული მეტყველების სახეები (შედარება, მეტაფორა, ეპითეტი), წერილობით ჩამოაყალიბონ, რა ემოციური დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს; რომელი ტაეპები ერითმება ერთმანეთს, როგორია რითმა-ზუსტი თუ არაზუსტი. ყურადღება მიაქციონ ლექსის ფორმას და იფიქრონ, რატომ ჰქვია ლექსს „სანტიმენტალური ტრიოლეტი“ (რას უნდა ნიშნავდეს სიტყვა ტრიოლეტი).
ვიდრე მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, დაფაზე ვწერ ლექსს. შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს; გავხაზავ თითოეულ მხატვრულ საშუალებას; აღვნიშნავ ლათინური ასოებით გარითმულ ტაეპებს და ავხსნი, თუ რა არის გარითმის სქემა; იმსჯელებენ სალექსო ფორმის შესახებ. მცირე ლექცია-რა არის ტრიოლეტი. ცოდნის გაღრმავებისათვის ჩამოვაყალიბებ 3-4 შეკითხვას; მოსწავლეები შეადგენენ გრ. ორბელიანია ლექსის გარითმვის სქემას.
C. განისაზღვრება მიღებული ცოდნა და მისი სარგებლიანობა; მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას მოცემული ლექსის მიმართ; შეფასდება მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები. შეავსებენ ფორმას: რა დამამახსოვრდა გაკვეთილის დამთავრების შემდეგ.
საშინაო დავალება:  დაწერონ ლექსის იდეურ-მხატვრული ანალიზი.